ნასოალდო

» ონკოლოგია
» ოფთალმოლოგია
» ოტორინოლარინგოლოგია

მომეტაზონის ფუორატი

მწარმოებელი კომპანია Laboratorio Aldo-Unión
მწარმოებელი ქვეყანა ესპანეთი
გამოშვების ფორმა 50მკგ/დოზა 140 დოზა ნაზალური დოზირებული სპრეი ბალონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) mometasone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ყელ-ყურ-ცხვირის პრეპარატები

რას წარმოადგენს ნასოალდო?
ნასოალდო 50 მიკროგრამიანი/ნაზალური სპრეი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მომეტაზონის ფუროატს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების  ჯგუფს.
მომეტაზონი ფუროატის ცხვირში  შესხურებისას  ამცირებს ანთებით პროცესს(შეშუპებას და გაღიზიანებას), ცემინებას,ქავილს  გამონადენს ცხვირიდან და ცხვირით სუნთქვის გაძნელებას.

რისთვის გამოიყენება ნასოალდო?
თივის ცხელება(სეზონური და ალერგიული რინიტების) და პერინეალური (მრავალწლიანი რინიტის დროს)
ნასოალდო გამოიყენება თივის ცხელების (სეზონური და ალერგიული რინიტების) და პერინეალური (მრავალწლიანი რინიტები) დროს მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან.
თივის ცხელება  ვითარდება წელიწადის გარკვეულ დროს და წარმოადგენს მცენარეული მტვრით, ბალახებით, სარეველებით, სოკოებით და სოკოს სპორებით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას.
პერინეალური რინიტი  ვითარდება მთელი წლის განმავლობაში და გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით  სახლის მტვერი, ცხოველის  ბეწვის (ქერტლის), ბუმბულის და ზოგიერთი  საკვების ჩათვლით.

ნასოალდო ამცირებს  ანთებით პროცეს,  შეშუპებას  ასევე ხსნის  ცემინებას, ქავილს გამონადენს ცხვირიდან   და ცხვირით სუნქვის გაძნელებას რომლებიც გამოწვეულია თივის ცხელებით( სეზონური და ალერგიული რინიტების) და პერინეალური (მრავალწლიანი რინიტი) დროს.