ლაქს-აქტივი კაფს. N60

» გასტროენტეროლოგია

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

მწარმოებელი კომპანია Biotrex Nutraceuticals
მწარმოებელი ქვეყანა იტალია
გამოშვების ფორმა ვეგანური კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

აღწერილობა:

სენოზიდები მიიღება მცენარიდან Cassia angustifolia. FDA კვლევებით დადასტურებულია სენოზიდების საფაღარათო მოქმედება, რომელიც ვლინდება მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. იგი მოქმედებს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანების გზით , რაც იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას . სენადე საფაღარათო მოქმედებას ახდენს ნაწლავების გაღიზიანების გარეშე. იგი ექსკრეტირდება განავლით და შარდით და შარდს სპეციფიკურ ყვითელ ფერს აძლევს

ისაბგულის ექსტრაქტი მიიღება მცენარე ისაბგულისგან, ხოლო როგანიზმში გარდაიქმნება გლიკლაზიდების მიკრონაწილაკებად, რომლებიც ხასიათდება შეშუპების (მოცულობაში ზრდის) ინდექსით ნაწლავებში და კინეტიკური გამოთავისუფლებით, კვლევით დადასტურდა რომ გლიკლაზიდის 98% გამოიყოფა განავალთან ერთად მიღებიდან 8 საათის განმავლობაში. იგი გამოიყენება, როდესაც  სასურველია მარტივი დეფეკაცია რბილი განავლით, მაგალითად, ბუასილის, ანალური ნაპრალის და ანალური ან რექტალური ოპერაციის შემდეგ გაძნელებული გამოყოფის შემთხვევაში. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ჰიპერქოლესტერინემიის დროს, სადაც პაციენტებს ყოველდღიურად სჭირდებათ დიეტაში მაღალი დიეტური ბოჭკოების ჩართვა.

მნიშვნელოვანი ეფექტურობა დადასტურდა ჰემოროიდების მართვისას. შედარებითი კვლევისას, ადამიანებს, რომლებიც მკურნალობდნენ B ვიტამინების პლაცებოთი, არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი განსხვავება და მათ, ვინც იღებდნენ ისაბგულს, სისხლდენა შემცირდა.

ისაბგული უზრნველყოფს რეგულარურ ნაწლავურ მოქმედებას.

ვიტამინი B6 - ვიტამინი B6 თამაშობს გადამწყვეტ როლს, როგორც კოფაქტორი სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში, მაგრამ ნაწლავური ბაქტერიების მიერ წარმოებული ვიტამინი B6 არ არის საკმარისი მასპინძლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი ბალანსის შევსება, განსაკუთრებით საფაღარათო საშუალებების მიღებისას, რომლის დროსაც შესაძლოა წარმოიქმნას დეფიციტი.

უკუჩვენებები:

ლაქს-აქტივის კაფსულის მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.

გვერდითი ეფექტები:

ლაქს-აქტივმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი . ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

 

 

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

სენას ექსტრაქტს 300მგ, რომელიც ექვივალენტურია 50 მგ სენოზიდების A და B კალციუმის მარილის სახით .

ისაბგულის ექსტრაქტი - 150 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსიის ჰიდროქლორიდი) – 5 მგ

კასკარას ექსტრაქტი-250 მგ

ჩვენებები:

  • ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
  • სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
  • კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას,
  • პოსტოპერაციული პერიოდი
  • ბუასილი, ჰემოროიდული დაავადებები
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

მიღების გზები და დოზირება:

  • ბავშვები : (1- დან 12 წლამდე ) : 1 კაფსულა დღეში კვებასთან ერთად
  • მოზრდილები : 1-3 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით .

შეფუთვის ფორმა: თითოეული ყუთი შეიცავს 60 ვეგანურ კაფსულას

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 

აფთიქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ