ანალგეზიური ანტიპირეტული საშუალება
16,92 ₾
მწარმოებელი ქვეყანა | ბულგარეთი |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | caffeine, metamizole sodium, thiamine |
გამოშვების ფორმა | 500მგ/38,75მგ/50მგ ტაბლეტი №20 |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | ანალგეზიური საშუალებები |
პროდუქტის აღწერა - რა არის ბენლეკი და რისთვის გამოიყენება ის
ბენლეკი არის კომბინირებული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და სიცხის დასაწევად. მისი შემადგენლობა მოიცავს სამ აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც ერთად მოქმედებენ ტკივილის სხვადასხვა ასპექტზე. მეტამიზოლი უზრუნველყოფს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. კოფეინი აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას და ხელს უწყობს მის შეწოვას ორგანიზმში. ვიტამინი B1 ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. ბენლეკი განკუთვნილია ზომიერი და ძლიერი ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით.
შემადგენლობა
ბენლეკი შეიცავს შემდეგ აქტიურ ნივთიერებებს: მეტამიზოლის ნატრიუმს, თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) და კოფეინს. ასევე, პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, როგორებიცაა მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი და სილიციუმის დიოქსიდი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბენლეკი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ ის არ არის რეკომენდებული ცელიაკიის მქონე პირებისთვის.
ჩვენებები
ბენლეკი გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტკივილების სიმპტომური მკურნალობისთვის. ეს მოიცავს თავის ტკივილს (დაძაბულობის ტიპი, შაკიკი) და კბილის ტკივილს, ლოკომოტორული სისტემის ანთებით და დეგენერაციულ დაავადებებს (რევმატული ტკივილი), პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ მდგომარეობებს, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია) და მენსტრუალური ტკივილს.
მიღების წესი და დოზირება
ბენლეკი მიიღება პერორალურად, წყლის მიყოლებით. დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან სიცხის ინტენსივობასა და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე. მოზრდილებმა და 15 წელზე უფროსებმა შეიძლება მიიღონ 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, 6-8 საათიანი ინტერვალებით. მაქსიმალური დღიური დოზაა 8 ტაბლეტი. ხანდაზმულებმა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა. ბენლეკი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ ბენლეკის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბენლეკის ტაბლეტები:
- თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერებების მიმართ (მეტამიზოლი, კოფეინი, ვიტამინი B1) ან სხვა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ ან სხვა ნებისმიერი ამ მედიკამენტში შემავალი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)
- თუ თქვენ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენია) თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია), ანემია, ღვიძლის პორფირია;
- თუ თქვენ განიცდით ბრონქულ ასთმას, მძიმე ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობას;
- თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი.
- თუ ხართ ორსულობის ბოლო სამ თვეში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
თუ გაქვთ ან გქონდათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ მიიღებთ ბენლეკს, განსაკუთრებით თუ გქონდათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:
- თუ აღგენიშნებათ ალერგია საკვების, მედიკამენტების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ტიპის ალერგია;
- ირკმელის და/ან ღვიძლის დისფუნქცია;
- აქტიური წყლულოვანი დაავადება;
- გლაუკომა;
- რითმის დარღვევები;
- უძილობა;
- გაურკვეველი წარმოშობის მძიმე თავის ტკივილი;
- ჰიპერტენზია.
- ბენლეკის უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, სისხლის უჯრედების კონტროლი საჭირო იქნება.
- ბენლეკი არ უნდა იქნას მიღებული ადენოზინის ან დიფირიდამოლის ტესტების ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, რადგან მასში შემავალმა კოფეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.
- ეს პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან და მეტამიზოლთან ერთად.
ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ.
სხვა მედიკამენტები და ბენლეკი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ბენლეკის ერთდროული მიღება სხვა მედიკემენტებთან ერთად მოითხოვს ყურადღებას მეტამიზოლის შემცველობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტის მეტაბოლიზმზე.
მეტამიზოლის ერთდროული გამოყენება სხვა ანალეზიკებთან, ანტიპირეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან, ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს.
არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების რისკი თუ ბენლეკი ერთსროულად მიღებულ იქნება ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების ფორმირებაზე.
ზოგიერთი მედიკამენტი ნევროლეპტიკების და ტრანკვილიზატორების ჯგუფიდან აძლიერებს ბენლეკის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
ერთდროული მიღება ქლორფრომაზინთან ერთად შესაძლოა იყოს სხეულის ტემპერატურის უეცარი შემცირების გამომწვევი.
ზოგიერთი პერორალურმა კონტრაცეპტივებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაახანგრძლივოს მეტამიზოლის დეგრადაცია და ამით გაიზარდოს ბენლეკის ტოქსიკურობა.
ბენლეკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქსოვილის გადანერგვის შემთხვევაში მეტამიზოლის თვისებების გამო, შეამციროს ციკლოსპორინ A-ს კონცენტრაცია სისხლში.
ერთდროულმა მიღებამ სიმპათომიმეტიკებთან შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვულის სისტემის აგზნება.
მეტამიზოლი არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამნტებთან.
ბენლეკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ არსებობს შეზღუდვები საკვებთან და სასმელთან ერთად პროდუქტის გამოყენების შესახებ.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ იყოლიოთ ბავში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მანამ, სანამ მიიღებთ ამ მედიკამენტს.
ორსულობა
ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტამიზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ლიმიტირებულია, მაგრამ არ მიუთითებს ნაყოფისთვის მავნე ზეგავლენაზე. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს მკურნალობის სხვა გზები, შესაძლებელია განხილულ იქნას მეტამიზოლის ერთჯერადი დოზების გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციისა და მეტამიზოლის მიერ გამოწვეული შესაძლო რისკებისა და სარგებელის შანსების ყურადღებით შეფასების შემდეგ. თუმცა, მეტამიზოლის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული.
ორსულობის ბოლო სამი თის განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ ბენლეკი დედისა და ბავშვის გართულებების მაღალი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ე.წ. ბოტალის სადინარი, მომავალში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).
ლაქტაცია
მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ თავიდანვე უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის განმეორებითი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
მეტამიზოლის ერთდჯერადად გამოყენების შემთხვევაში, დედებისათვის რჩევაა, შეაგროვონ და არ გამოიყენონ რძე, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება ბენლეკის მიღებისას
ბენლეკი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ბენლეკი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოიყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ კოელიაკია (გლუტენ-მგრძნობიარე ენთეროპათია).
პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ალერგია ხორბლის მიმართ (კოელიაკის დაავადებისგან განსხვავებული) არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.
თუ მიიღეთ ბენლეკის ზედმეტი რაოდენობა
თუ მიიღეთ იმაზე მაღალი დოზა, ვიდრე რეკომენდირებულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!
დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზის რეჟიმის დროს. შემდეგი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ამ უეცარი შეტევისას ამ პროდუქტის დიდი დოზის გამო:
გულისრევა, ღებინება, აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში: უფრო სერიოზულ შემთხვევებში შემცირებული შარდვა ან შარდვის არ არსებობა, კრუნჩხვები, ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, საფაღარათო საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა შესაძლოა მიღებულ იქნას; არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.
დოზის გადაჭარბების ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!
თუ დაგავიწყდათ ბენლეკის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს დოზის გაზრდის გარეშე
შესაძლო გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების სიხშირე კატეგორიზებულია, როგორც:
ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტზე), ხშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 100 პაციენტიდან), არახშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 1000 პაციენტიდან), იშვიათი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 10 000 პაციენტიდან), ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებზე 10 000 პაციენტიდან), სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებიდან).
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბენლეკმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განიცდის ამას.
-შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- იმუნური სისტემის დარღვევები: კანის ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის სიწითლე); ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება, ალეგიული შოკი ან ანაფილაქტიური რეაქციები
- სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის თეთრი უჯრედების და/ან თრომბოციტების რაოდენობა. ძალიან იშვიათი: წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში, ანემია.
- ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, უძილობა
- კარდიოვასკულარული დარღვევები: სწრაფი გულისცემა, მომატებული გულისცემა გულმკერდის არეში.
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ნაღვლის ნაკადის დაქვეითება, სიყვითლე.
-გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, არმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
გვერდითი ეფექტების განცხადებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში.
- ბენლეკის შენახვის წესი
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25C.
არ გამოიყენოთ ბენლეკი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია მუყაოს ყუთზე.
გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს.