პაპილომა ვირუსი, სრულად — ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV), ვირუსების დიდ ოჯახს წარმოადგენს, რომელიც კანსა და ლორწოვან გარსებს აზიანებს. მის ზოგიერთ ფორმას შეუძლია, მეჭეჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი; ზოგიერთი ტიპი კი გაცილებით საშიშია და შესაძლოა დაკავშირებული იყოს კიბოს განვითარებასთან, განსაკუთრებით ყელის, საშვილოსნოს ყელის, ანუსის და გენიტალიური ორგანოების სიმსივნესთან.
პაპილომა ვირუსის გავრცელებისა და განვითარების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ის დამოკიდებულია როგორც ინფიცირების გზაზე, ისე ადამიანის იმუნური სისტემის პასუხზე. პირველ რიგში, ინფიცირება ხდება ვირუსის მატარებელთან უშუალო კონტაქტისას — ეს შეიძლება იყოს სქესობრივი კავშირი (ვაგინალური, ანალური, ორალური), კანის შეხება დაზიანებულ უბანზე ან დაბინძურებულ საგნებთან ფიზიკური კონტაქტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანი ან ლორწოვანი გარსი უკვე დაზიანებულია.
ზოგადად, ვირუსის გავრცელება განსაკუთრებით მარტივია მჭიდრო კონტაქტისას, რადგან HPV ინფექცია ლოკალიზებულია კანის ზედაპირზე ან ლორწოვან გარსში. უფრო კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ვირუსის ნაწილაკები აღწევს კანის ან ლორწოვანის ღრმა ფენებში, სადაც აინფიცირებს ე.წ. ბაზალურ უჯრედებს — ეს უჯრედები პასუხისმგებელია კანის განახლებაზე.
ინფიცირების შემდეგ, ვირუსი იწყებს თავისი გენეტიკური მასალის მასპინძელი უჯრედის დნმ-ში ინტეგრაციას. ეს იწვევს უჯრედის ბუნებრივი ციკლის დარღვევას — ან უკონტროლოდ მრავლდება (რის შედეგადაც ჩნდება მეჭეჭები) ან დროთა განმავლობაში განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, რაც კიბოს განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ხშირად ინფექციის შემდეგ რამდენიმე თვეში ქრება — განსაკუთრებით ძლიერი იმუნური პასუხის მქონე ადამიანებში — ზოგიერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში რჩება ორგანიზმში. სწორედ ასეთ ხანგრძლივ ინფექციას შეუძლია გაზარდოს ონკოგენური ანუ კიბოს გამომწვევი რისკები.
განსაკუთრებით საფრთხის შემცველია HPV-ის მაღალი რისკის ტიპები, როგორებიცაა ტიპი 16 და 18. ეს ტიპები ხშირად იწვევს უჯრედულ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელში და შეიძლება კიბოში, თუ დროულად არ მოხდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ამრიგად, პაპილომა ვირუსის გავრცელება იწყება მარტივი კონტაქტით, ვითარდება უჯრედულ დონეზე და შეიძლება დიდი ხნის შემდეგაც კი გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პრევენცია, ვაქცინაცია და რეგულარული სამედიცინო კონტროლი.
როგორია პაპილომა ვირუსის სიმპტომები?
HPV-ის სიმპტომები მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ტიპისა და გავრცელების ადგილის მიხედვით, მაგრამ საერთო მახასიათებელი ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაბამისად, ადამიანი შეიძლება ინფიცირებული იყოს და არც კი იცოდეს ამის შესახებ… შემდეგ კი, უნებლიედ სხვას გადასდოს.
თუმცა, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც ვირუსი თავს იჩენს ფიზიკურად შესამჩნევი ნიშნებით:
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მეჭეჭები — ეს არის პატარა, რბილი ან მაგარი წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდება კანის ზედაპირზე ან ლორწოვან გარსებზე. შესაძლოა, კანისფერი ან ოდნავ მუქი შეფერილობის იყოს. გენიტალური მეჭეჭები ხშირად ჩნდება საშოს, საშვილოსნოს ყელის, პენისის, თხემისა და ანალური არეს ირგვლივ. ასევე, შეიძლება მათ გაჩენას თან ახლდეს ქავილის, დისკომფორტის ან მცირე წვის შეგრძნება.
არის შემთხვევები, როცა მეჭეჭები ხელებზე, თითებზე, ფრჩხილებთან ან ფეხის გულებზეც კი ჩნდება…
ორალური ინფექციის შემთხვევაში, ანუ როცა ვირუსი პირის ღრუში ან ყელში ვრცელდება, შეიძლება თავი იჩინოს ხმის შეცვლამ, ყელის ტკივილმა, ყლაპვის გაძნელებამ ან შეგრძნებამ, თითქოს, ყელში რაღაცაა გაჩხერილი.
ანალური ინფექციებისას კი მეჭეჭები ჩნდება ანუსის გარშემო და ზოგჯერ ნაწლავის შიგნით. ამას ხშირად თან ახლავს სისხლდენა და დისკომფორტი.
საგულისხმოა, რომ მაღალი რისკის ტიპებით ინფიცირებისას (მაგ., 16 ან 18) სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოხატული მანამ, სანამ არ განვითარდება უჯრედული ცვლილებები ან კიბოსწინა მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ხშირად ხდება საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში.
მარტივად რომ შევაჯამოთ, პაპილომა ვირუსის სიმპტომები შეიძლება იყოს აშკარა — როგორც მეჭეჭები, ან სრულიად უხილავი — რაც კიდევ უფრო ართულებს მის დროულად აღმოჩენას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი პროფილაქტიკური გამოკვლევები, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომელთაც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
პაპილომა ვირუსის მიმდინარეობა ქალებში
ქალების ორგანიზმში პაპილომა ვირუსი განსაკუთრებით სენსიტიურ ზონებს აზიანებს — მაგალითად, საშვილოსნოს ყელს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფიცირების შემდეგ, ინფექცია შესაძლოა რამდენიმე თვეში მთლიანად გაქრეს, თუმცა ზოგჯერ რჩება და ქრონიკულ ინფექციად ყალიბდება. სწორედ ეს ხანგრძლივი მიმდინარეობა იწვევს უჯრედულ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელში, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება კიბოსწინა მდგომარეობად გადაიქცეს და შემდეგ — საშვილოსნოს ყელის კიბოდაც კი.
გარდა ამისა, ქალებში ვირუსი იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს საშოში, ვაგინის გარშემო ან ანუსთან ახლოს. ეს მეჭეჭები ზოგჯერ უსიამოვნო სიმპტომებით არ გამოიხატება, მაგრამ ხანდახან იწვევს ქავილს, წვასა და ზოგად დისკომფორტს.
რეგულარული პაპ-ტესტი და HPV ტესტირება საშუალებას იძლევა აღმოჩნდეს საშვილოსნოს ყელის უჯრედებში განვითარებული ცვლილებები მანამ, სანამ კიბოდ გადაიქცევა. სწორედ ამიტომაა რეკომენდებული სკრინინგი 21 წლიდან და მით უფრო 30 წელს ზემოთ ასაკში.
პაპილომა ვირუსის მიმდინარეობა კაცებში
კაცების შემთხვევაში ვირუსი ასევე ხშირად უსიმპტომოა და თანმდევი დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობს. თუმცა ვირუსის დაბალი რისკის ტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭები პენისზე, სკროტუმზე, თეძოებზე ან ანალურ არესთან ახლოს. მაღალი რისკის ტიპები კი ზოგჯერ იწვევს პენის, ანუსის ან ყელის კიბოს, თუმცა ეს შემთხვევები შედარებით იშვიათია.
მამაკაცებს იშვიათად უტარდებათ HPV-ის ტესტირება, რადგან დიაგნოსტიკა ძირითადად სიმპტომების გამოვლენაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ვირუსი და არ იცოდნენ ამის შესახებ — შესაბამისად, უნებლიედ ხდებიან ვირუსის გადამტანები. სწორედ ეს ქმნის მაღალი გავრცელების პრობლემას საზოგადოებაში.
პაპილომა ვირუსის მიმდინარეობა ბავშვებში
ამ ვირუსის გავრცელება, მიმდინარეობა და გამოვლინება ბავშვთა ასაკში განსხვავებულ ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია რამდენიმე ძირითად გზასთან.
პირველ რიგში, ინფიცირება ხშირად ხდება არაპირდაპირი გზებით — მაგალითად, ბავშვისა და ინფიცირებული მშობლის ან მზრუნველის კანის კონტაქტით. თუ უფროსს აქვს ხელის მეჭეჭი ან ვირუსის კერა ფრჩხილთან და ბავშვი ხშირ შეხებაშია მასთან, ვირუსი მარტივად გადადის.
ამავდროულად, ვირუსი შეიძლება მშობიარობის დროსაც გადავიდეს ახალშობილზე, თუკი დედა ინფიცირებულია HPV-ის გარკვეული ტიპებით, შეიძლება. ასეთ შემთხვევებში არსებობს იშვიათი მდგომარეობის განვითარების რისკი — საუბარია რეციდივირებად რესპირატორულ პაპილომატოზზე, როდესაც როდესაც პაპილომები ყელის ან სასუნთქი გზების ლორწოვანზე ჩნდება და ზგჯერ სუნთქვის გაძნელებასაც კი იწვევს.
ბავშვებში ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ჩვეულებრივი კანის მეჭეჭები — ჩნდება ხელებზე, თითებზე, ფრჩხილების ირგვლივ ან იშვიათად სახის თუ სხეულის სხვა ნაწილებზე. მეჭეჭები უმეტესად უმტკივნეულოა.
მიუხედავად იმისა, რომ HPV ინფექცია ბავშვებში ხშირად კეთილთვისებიანია და თავისით ქრება, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ სისუფთავის დაცვას — ხელების დაბანას, ფრჩხილების წმენდას, პირადი ნივთების გამიჯვნასა და საჯარო სივრცეებში სწორ ჰიგიენას. ზოგადად, ვინაიდან ბავშვებში იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, მარტივად უმკლავდება ამა თუ იმ ახალ ვირუსს. თუმცა დაბალი იმუნიტეტის ან ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება.
გარდა ამისა, თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს პრევენციის ძლიერ იარაღს — ვაქცინაციას. ბავშვებისთვის რეკომენდებულია HPV-ის ვაქცინის გაკეთება 9-14 წლის ასაკში, ვიდრე სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებენ. ამ ასაკში ორგანიზმი უკეთ პასუხობს ვაქცინას და ქმნის ძლიერ იმუნურ დაცვას ვირუსის ყველაზე საშიში ტიპების წინააღმდეგ.
როგორ ხდება პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
ქალებში ყველაზე გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდია პაპ-ტესტი (პაპანიკოლაუს ტესტი), რომელიც საშვილოსნოს ყელის უჯრედულ მდგომარეობას აფასებს. ტესტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე ამოიცნოს უჯრედებში არსებული პათოლოგიური ცვლილებები, რაც შეიძლება კიბოს წინამორბედი იყოს.
თუ პაპ-ტესტით საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა, შემდეგ ეტაპზე HPV ტესტის ჩატარება წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კონკრეტული ვირუსის ტიპს ავლენს და ადგენს, რამდენად მაღალი რისკის ტიპითაა ორგანიზმი ინფიცირებული.
მამაკაცებისთვის სპეციფიკური სკრინინგი ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ექიმმა შეიძლება ვიზუალური დათვალიერებით ან დერმატოსკოპიით დაადგინოს მეჭეჭების არსებობა გენიტალურ არეში, ხელებსა თუ სხვა ლოკალიზაციებზე. საეჭვო წარმონაქმნების დროს ტარდება ბიოფსია — დაზიანებული ქსოვილის მცირე ნიმუშის გამოკვლევა მიკროსკოპით.
ანალურ ან ყელის ინფექციებზე ეჭვის არსებობისას კი, შესაძლებელია ანალური გამოკვლევა ან ყელის მიკროსკოპია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მაღალი რისკის ჯგუფში შედის.
მკურნალობა
რაც შეეხება მკურნალობას, ის ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთი მხრივ — ვირუსის კლინიკური გამოვლინებების (მაგალითად მეჭეჭების) მართვა, ხოლო მეორე მხრივ — კიბოსწინა თუ უჯრედული ცვლილებების კონტროლი.
მაგალითად, მეჭეჭების მოსაშორებლად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება:
- კრიოთერაპია — მეჭეჭის გაყინვა თხევადი აზოტით;
- ლაზერული მოცილება — მეჭეჭის ზედაპირის დამუშავება ლაზერით;
- ქიმიური პრეპარატები — მაგალითად სალიცილის მჟავა ან პოდოფილოტოქსინი;
- ელექტროქოაგულაცია — ელექტროდით მეჭეჭის ამოწვა;
- ქირურგიული ამოკვეთა — იშვიათად, დიდ და რთულ შემთხვევაში;
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქალებში საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ უჯრედული ცვლილებები გამოვლინდა, ექიმი მიმართავს ყელის ნაწილის ამოჭრას, ლაზერულ აბლაციას ან სხვა მცირე ინვაზიურ მეთოდებს. ასე კიბოს განვითარებას უშლიან ხელს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მეჭეჭების ან უჯრედული ცვლილებების მკურნალობა შესაძლებელია, ამ ეტაპზე არ არსებობს სამედიცინო საშუალება, რომელიც უშუალოდ კლავს HPV-ს. ორგანიზმი თავად ცდილობს ვირუსის განეიტრალებას იმუნური სისტემის მეშვეობით. ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ინიშნება იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები, მაგალითად ინტერფერონები ან ვიტამინები, თუმცა მათი ეფექტურობა სელექციურია.
მაგალითისთვის უნდა ვისაუბროთ პროვაგზე, რომელიც უშუალო ანტივირუსულ პრეპარატად არ გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაგინალური მიკროფლორის რეგულაციასა და ლოკალურ დონეზე იმუნური სისტემის გაძლიერებაში. დეტალურად რომ განვიხილოთ, ეს არის პერორალური პრობიოტიკი ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად. მისი უნიკალური ფორმულა ეფექტურად აწესრიგებს მიკროფლორას, ამცირებს დისკომფორტს და ქალის ორგანიზმის ზოგად სიჯანსაღესაც უწყობს ხელს.
პროვაგი შეიცავს სპეციალურად შერჩეულ ლაქტობაცილების შტამებს, რომლებიც მდგრადია კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ეფექტურად აღწევს ნაწლავებში. ხოლო ნაწლავებიდან ვაგინალურ მიკროფლორაში გადადის და მომენტალურად იწყებს ბალანსის აღდგენას. ამავდროულად, ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას.
ზოგადად, HPV ინფექციასთან თანხვედრაში ხშირად აღინიშნება ვაგინალური დისბალანსი — როდესაც ლაქტობაცილები იკლებს, ხოლო პათოგენები მრავლდება. პროვაგი კი ხელს უწყობს ნორმალური ბაქტერიული ფონის აღდგენას, რაც ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ამავდროულად, HPV-ის ფონზე შეიძლება განვითარდეს სხვა ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები. ამ მხრივაც იკვეთება პროვაგის როლი, ვინაიდაინ ამცირებს ამგვარი თანმხლები ინფექციების რისკს.