Blog Single

იმუნური სისტემის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩებოდაეს არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი, რომელიც ინფექციებისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოსა და სხვა მავნე აგენტებისგან გვიცავს. თავის მხრივ, ეს სისტემა ძალიან კომპლექსურად და ფაქიზადაა მოწყობილი, ვინაიდან მასში მრავალი ორგანო თუ უჯრედია ჩართულიროგორებიცაა თეთრი სისხლის უჯრედები, ლიმფური კვანძები, ელენთა და სხვა. სწორედ მათი ერთობლივი მუშაობით ამოიცნობს ორგანიზმი საფრთხეს და მის წინააღმდეგ ეფექტიან მოქმედებას იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი ბუნებრივად ცდილობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. უფრო კონკრეტულად, ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ასაკზე, გენეტიკაზე, კვებაზე, ცხოვრების წესზე, ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობაზე, ძილზე, გარემო პირობებსა და ზოგჯერ მიღებულ მედიკამენტებზე. ამიტომაც, ხშირადგარედახმარებით გვიწევს ამ პროცესის გამოსწორება.

რას ნიშნავს იმუნიტეტის გაძლიერება?

ეს ნიშნავს იმუნური სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას, რათა ორგანიზმმა უკეთ შეძლოს ვირუსებთან, ბაქტერიებთან, პარაზიტებთან და სხვა პათოგენებთან ბრძოლა.

დაახლოებით პროცესი რომ წარმოვიდგინოთ, ასეთ პუნქტებს მივიღებთ:

  1. უჯრედების მუშაობის გაუმჯობესებაორგანიზმში იმუნური უჯრედები უფრო აქტიურად და ეფექტურად ებრძვის ინფექციებს;
  2. დაცვითი ბარიერების მხარდაჭერამაგალითად, კანისა და ლორწოვანი გარსების მეშვეობით პათოგენების შეღწევის პრევენცია;
  3. განკურნების პროცესის დაჩქარებაიმუნური პასუხი ხდება სწრაფი და მიზნობრივი.
  4. შესაძლო ანთებითი რეაქციების დაბალანსებაიმუნიტეტი იმგვარ კონდიციაშია, რომ არ გადავიდეს გადაჭარბებულ ანთებით მდგომარეობაში, რაც შეიძლება მავნე იყოს.

ამასთან, იმუნიტეტის გაძლიერება შეიძლება მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვითსრულფასოვანი კვებით, ფიზიკური აქტივობით, ძილის მოწესრიგებით, სტრესის მართვით და, საჭიროების შემთხვევაში, ვიტამინებითა და იმუნოსტიმულატორი პრეპარატებით.

ვიტამინების როლი იმუნიტეტის გაძლიერებაში

როგორც იცით, ვიტამინები შეუცვლელი ორგანული ნაერთებია და თითოეული მათგანი ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესში მონაწილეობს. რეალურად, მათი როლი უდიდესიავიტამენინების გარეშე შეუძლებელია ჯანსაღი მეტაბოლიზმის, იმუნური ფუნქციის, ზრდის, აღდგენისა თუ ენერგიის წარმოქმნის განვითარება. ასე ვთქვათ, ვიტამინების გარეშე ჩვენი სხეული სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს.

ვიტამინები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: წყალში ხსნადები (მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები და C ვიტამინი) და ცხიმებში ხსნადები (A, D, E და K ვიტამინები). წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმში დიდი ხნით  არ გროვდება და მათი რეგულარული მიღება აუცილებელია. ცხიმში ხსნადები კი ინახება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში, რაც ნიშნავს, რომ ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.

მოდით, აქვე განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული და საჭირო ვიტამინების ძირითადი მახასიათებლები:

A ვიტამინი აუცილებელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის. ის ასევე მონაწილეობს უჯრედების ზრდასა და იმუნურ ფუნქციაში. მისი მთავარი წყაროა სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, კვერცხის გული და ღვიძლი.

B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6, B7, B9 და B12) მოქმედებს როგორც კოენზიმებიეს ნიშნავს, რომ ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკვების ენერგიად გადამუშავებას. თითოეულს თავისი უნიკალური ფუნქცია აქვს: მაგალითად, B12 მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის, ხოლო ფოლიუმის მჟავა (B9) აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის სწორად განვითარებისთვის. მათი წყაროებია მარცვლეული, პარკოსნები, ხორცი და რძის პროდუქტები.

C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტია. ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს რკინის ათვისებას და საჭიროა კოლაგენის სინთეზისთვისნივთიერების, რომელიც კანს, ძვლებსა და სისხლძარღვებს ამაგრებს. C ვიტამინით მდიდარია ციტრუსები, კივი, ბულგარული წიწაკა და ბროკოლი.

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას და ძვლების სიმაგრის შენარჩუნებას. მისი დეფიციტი ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მზის შუქი მცირეა. ორგანიზმი D ვიტამინს თავადაც გამოიმუშავებს მზის ზემოქმედებით, თუმცა მას ასევე ვიღებთ ცხიმიანი თევზიდან, კვერცხის გულიდან და რძის პროდუქტებიდან.

E ვიტამინი იცავს უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან. ის მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და ხშირად გამოიყენება კანის დაცვაში. მისი წყაროებია თხილი, მზესუმზირას თესლი, მცენარეული ზეთები და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

K ვიტამინი აუცილებელია სისხლის შედედებისთვის და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციისთვის. მისი დეფიციტი იშვიათია, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღებისას. K ვიტამინით მდიდარია ბოსტნეულიგანსაკუთრებით ბროკოლი, ისპანახი და კომბოსტო.

ვიტამინების ნაკლებობა ხშირად ვლინდება დაღლილობით, ენერგიის ნაკლებობით, თმის ცვენით, კანის სიმშრალით, ინფექციებისადმი მგრძნობელობით ან სხვა არასპეციფიკური სიმპტომებით. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზით დადგინდეს დეფიციტის ტიპი და მკურნალობა დაიწყოს შესაბამისი პრეპარატით ან საკვებით.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ვიტამინების მიღება ბავშვების, ორსულების, მოხუცების, ვეგეტარიანელებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ვიტამინების მნიშვნელობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის

ვიტამინები ყველა ასაკში აუცილებელია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის მოთხოვნებიც იცვლება. ის, რაც საკმარისია ახალშობილისთვის, ვერ უპასუხებს მოზარდის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ხოლო ზრდასრულის საჭიროებები განსხვავდება როგორც ბავშვის, ისე ხანდაზმულის მოთხოვნებისგან. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს სჭირდება განსხვავებული მიდგომა ვიტამინების მიღებისასრაოდენობის, ფორმისა და შემადგენლობის თვალსაზრისით.

საბავშვო ვიტამინები: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

ბავშვობის პერიოდში ორგანიზმი იზრდება და ვითარდება ყველა მიმართულებითტვინი, ძვლოვანი სისტემა, იმუნიტეტი და მეტაბოლიზმი. სწორედ ამიტომ, ვიტამინების როლი ამ ეტაპზე განსაკუთრებულია. ხშირად ბავშვები არ იღებენ საკმარის ვიტამინებს საკვების მეშვეობითან იმიტომ, რომ ამჯობინებენ ერთფეროვან დიეტას; ანდაც იმიტომ, რომ არ უყვართ კონკრეტული პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში, მშობლებმა შესაბამისი დანამატების შერჩევაზე უნდა იფიქრონ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ძვლების სწორად განვითარებისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ასევე, მნიშვნელოვანია A ვიტამინი, რომელიც მხედველობასა და კანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას; და C ვიტამინიანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს და აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.

ზოგადად, მშობლებისთვის ხშირად ყველაზე მტკივნეული თემაა, როგორ უზრუნველყონ ბავშვის სწორი განვითარებაგანსაკუთრებით იმ ეტაპზე, როცა ის ჯერ ვერ იღებს საკმარის ვიტამინებს საკვების გზით. ადევიტის წვეთებისწორედ ამ მიზნითაა შექმნილი. ეს არის მარტივად მისაღები პრეპარატი ჩვილებისა და პატარებისთვის, რომელიც აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს ვიტამინს: A-სა და D-. ადევიტის წვეთები უსაფრთხო ფორმულით მზადდება და ხშირად გვხვდება პედიატრების დანიშნულ ვიტამინურ სქემებში როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობის პროცესში.

მულტი ვიტამინები ბავშვებისთვის: საუკეთესო არჩევანი 

მაგალითად, ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტი ვიტამინები ხშირად ხელმისაწვდომია ტკბილი საღეჭი ფორმით, რაც მათი მიღებას ამარტივებს. თუმცა მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არა მხოლოდ გემოს, არამედ შემადგენლობასაც. საუკეთესო მულტი ვიტამინები უნდა შეიცავდეს B ჯგუფის ვიტამინებს, D-, A-, C-, E- და მინერალებსგანსაკუთრებით კალციუმს, თუთიასა და იოდს, რომლებიც ტვინისა და ძვლოვანი სისტემის განვითარებაში მონაწილეობს.

სასურველია, მულტივიტამინები არ შეიცავდეს ზედმეტად მაღალ დოზებს და შაქარს. ხარისხიან ბრენდებში უმეტესად გამოიყენება ბუნებრივი არომატიზატორები და დაბალანსებული დოზები.

ვიტამინები დიდებისთვის: განსხვავებული საჭიროებები

ზრდასრულობის პერიოდში ორგანიზმი სხვა ტიპის გამოწვევების წინაშე დგასხშირად მატულობს სტრესი, მცირდება ფიზიკური აქტივობა, ჩნდება ქრონიკული დაავადებების რისკი და, შესაძლოა, იმუნური სისტემა თანდათან დასუსტდეს. ამ ეტაპზე უკვე აღარ არის საკმარისი საბავშვო ფორმულებისაჭიროა უფრო ფართო სპექტრისა და მაღალდოზიანი ვიტამინები.

ზრდასრულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D და B12 ვიტამინები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად იწვევს ძვლოვანი სისტემის პრობლემებს, დაღლილობასა და იმუნური რეაქციის დაქვეითებას. B12 ვიტამინი კი აუცილებელია ნერვული სისტემისთვის და სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარის გასაუმჯობესებლად. ხშირად ვეგეტარიანელებსა და ხანდაზმულებს სწორედ B12-ის დეფიციტი აღენიშნებათ, რადგან ის ძირითადად ცხოველურ პროდუქტებში გვხვდება.

ასევე აქტუალურია ანტიოქსიდანტებისმაგალითად, E და C ვიტამინებისმიღება, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან და ამცირებენ ნაადრევი დაბერების რისკს. ქალებისთვის ხშირად საჭირო ხდება ფოლიუმის მჟავა, რკინა და კალციუმი, განსაკუთრებით ორსულობის, ძუძუთი კვების ან მენოპაუზის პერიოდში.

მამაკაცებისთვის კი მნიშვნელოვანია თუთია და მაგნიუმიჰორმონალური ბალანსის გასაუმჯობესებლად, ენერგიის წარმოქმნისა და კუნთების სიჯანსაღისთვის.

რადგანაც ენერგიის საკითხს შევეხეთ, აქვე უნდა ვახსენოთ ბენევიტალი, რომელიც იდეალურ არჩევანს წარმოადგენს მათთვის, ვისაც ენერგიის დეფიციტი აწუხებსგრძნობს მუდმივ დაღლილობას, უქვეითდება კონცენტრაციის უნარი ან უბრალოდ გამოფიტულობის პერიოდს გადის. ამ პრობლემების მოსაგვარებლად, „ბენევიტალიშეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა L-კარნიტინი, არგინინი და კოენზიმ Q10 — თითოეული მათგანი უშუალოდ მონაწილეობს ენერგიის სინთეზში. ამასთან, ფოლიუმის მჟავა, თუთია და სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, უჯრედების რეგენერაციასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას

საგულისხმოა, რომ ხშირადბენევიტალსიყენებენ სპორტსმენები, ფიზიკურად აქტიური ადამიანები და ისინი, ვინც ინტელექტუალურ შრომაშია ჩართული. მას ასევე უწოდებენ ერთგვარმინი-სტიმულატორს“, რომელიც შაქრის ან კოფეინის გარეშე აუმჯობესებს ადამიანის საერთო ტონუსს.

კიდევ ერთი ვიტამინი, რომელიც უნდა ვახსენოთ, ცენტრუვიტის ტაბლეტებიაის შეიქმნა მოზრდილებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, ვისაც სურს ცხოვრების მრავალფეროვანი და დაძაბული რეჟიმის მიუხედავად, შეინარჩუნოს ბალანსი

ამ ტაბლეტების შემადგენლობა მართლაც შთამბეჭდავია; კერძოდ, ის აერთიანებს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალს, რაც სხეულს სჭირდება ენერგიის შესანარჩუნებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდასაჭერად. ამ კომპლექსში B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლას; C და E ვიტამინები ანტიოქსიდანტურ დაცვაზე არიან პასუხისმგებელნი; ხოლო D და K ვიტამინებიძვლოვანი სისტემის სიმტკიცის. გარდა ამისა, ცენტრუვიტი შეიცავს რკინას, თუთიას, იოდს და სელენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესის ფონზე, ანთებითი პროცესების პრევენციისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის.

როგორც ყოველთვის, ვიტამინების შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ინდივიდუალური საჭიროებები და ვიმოქმედოთ ექიმის რეკომენდაციით. სწორი არჩევანი ამ მხრივ ნიშნავს არა მხოლოდ არსებული პრობლემების მართვას, არამედ ჯანმრთელი მომავლის დაგეგმვას.

ბლოგში ნახსენები სამივე ვიტამინის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.


სხვა სტატიები