რა არის ალერგია? ეს არის იმუნური სისტემის გადაჭარბებულ რეაქცია — როდესაც ორგანიზმი ბუნებრივად უსაფრთხო ნივთიერებას, ალერგენს, საფრთხედ აღიქვამს და საპასუხო რეაგირებას იწყებს. ეს კი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარებად ეტაპზეა და უფრო მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ.
ასე ვთქვათ, ახალშობილისა და მცირეწლოვანი ბავშვის ორგანიზმი ჯერ არ არის ბოლომდე „გამოცდილი“ სხვადასხვა ნივთიერებასთან ურთიერთქმედება; და ზოგჯერ უწყინარ ელემენტებზე — როგორებიცაა მტვერი, საკვები ან ყვავილის მტვერი — იმუნური სისტემა გადაჭარბებულად რეაგირებს.
ყველაზე გავრცელებული ალერგიის ტიპები ბავშვებში
ბავშვებში ალერგიის ყველაზე გავრცელებული ტიპები რამდენიმე კატეგორიად იყოფა და მათი გამოვლინება ხშირად განსხვავდება. აქ კი განვიხილავთ ალერგიის იმ ტიპებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში:
კვებითი ალერგია — ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპია და ხშირად ვლინდება ჩვილობისა და სკოლამდელი ასაკის პერიოდში. ყველაზე გავრცელებული ალერგიული პროდუქტებია რძე, კვერცხი, არაქისი, თხილი, ხორბალი, სოია, თევზი და ზღვის პროდუქტები. კვებითმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც კანის რეაქციები (გამონაყარი, ქავილი), ასევე საჭმლის მომნელებელი პრობლემები (ღებინება, მუცლის ტკივილი) ან სუნთქვის გაძნელება.
სასუნთქი გზების ალერგიები — ასთმის მსგავსად, ეს ტიპი ძირითადად ვლინდება ცხვირის გაჭედვით, სურდოთი, ხველით ან სუნთქვის გაძნელებით. ალერგენები, როგორებიცაა მტვრის ტკიპები, ცხოველის ბეწვი, ყვავილის მტვერი და ობი, ბავშვებში ხშირად იწვევს ალერგიულ რინიტს, რომელიც სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
კანის ალერგია (ატოპიური დერმატიტი/ეგზემა) — ეს ქრონიკული კანის ანთებაა, რომელიც ხშირად იწყება ჩვილობის პერიოდში. კანი ხდება მშრალი, წითელი, ჩნდება ქავილი და ზოგჯერ ნახეთქებიც კი. ატოპიური დერმატიტი ხშირად დაკავშირებულია სხვა ალერგიულ მდგომარეობებთან, როგორებიცაა კვებითი ალერგია ან ასთმა.
ქიმიური და კონტაქტური ალერგია — ზოგიერთ ბავშვს ალერგიული რეაქცია აღენიშნება გარკვეულ საწმენდ ან კოსმეტიკურ საშუალებებზე, ქსოვილებზე, სამკაულებზე ან საღებავებზე. კონტაქტის შედეგად კანი წითლდება, ჩნდება ქავილი და გამონაყარი.
ალერგია მწერის ნაკბენზე — ზოგიერთ ბავშვში ჩვეულებრივი ნაკბენი იწვევს ჩვეულებრივ გაღიზიანებას, მაგრამ ალერგიული ბავშვებისთვის ეს რეაქცია შეიძლება იყოს გაცილებით ძლიერი — შეშუპებით, ქავილით ან ზოგჯერ ანაფილაქსიური რეაქციითაც.
ალერგია მედიკამენტზე — შესაძლოა, ბავშვებს განუვითარდეთ ალერგია გარკვეულ წამლებზე, მაგალითად, ანტიბიოტიკებზე (ხშირად პენიცილინზე). სიმპტომები შეიძლება იყოს კანის გამონაყარი, შეშუპება ან ძნელად შესამჩნევი რეაქციები, რაც ექიმის ყურადღებას საჭიროებს.
ანაფილაქსია — ეს განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებით, წამლით ან მწერის ნაკბენით. სწრაფად ვითარდება და იწვევს სუნთქვის გაძნელებას, არტერიული წნევის ვარდნას, ტუჩებისა და კისრის შეშუპებას. ასეთი შემთხვევა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს.
ბავშვებში ალერგია ხშირად ერთმანეთთანაც არის დაკავშირებული — მაგალითად, იმ ბავშვები, რომლებსაც ატოპიური დერმატიტი აქვთ, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ მოგვიანებით საკვების ან სასუნთქი გზების ალერგიები განუვითარდეთ. სწორედ ამიტომ, ადრეული დაკვირვება, პროფილაქტიკა და სწორი მენეჯმენტი გადამწყვეტია ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხისათვის.
მზის ალერგია ბავშვებში
მზის ალერგია ბავშვებში, რომელიც მედიცინაში „ფოტოდერმატიტის“ სახელით არის ცნობილი, ორგანიზმის ჰიპერსენსიტიური, ანუ გადაჭარბებული რეაქციაა მზის სხივებზე, განსაკუთრებით ულტრაიისფერ (UV) გამოსხივებაზე. ბავშვებში ეს მდგომარეობა არც ისე იშვიათია და, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იყოს საშიში,იწვევს დისკომფორტს და საჭიროებს მშობლების ყურადღებას.
ყველაზე გავრცელებული ფორმაა პოლიმორფული ფოტოდერმატოზი — მდგომარეობა, რომელიც ხშირად იწყება გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, როცა კანი პირველად განიცდის მზის სხივების ინტენსიურ ზემოქმედებას. მას ხშირად „მზის ალერგიას“ უწოდებენ, თუმცა ეს არ არის იმუნური ალერგიის კლასიკური ფორმა, არამედ მზის მიმართ კანის განსაკუთრებული მგრძნობელობა.
ფოტოალერგიის სიმპტომები ბავშვებში შეიძლება მოიცავდეს კანის სიწითლეს, ქავილს, წვრილ გამონაყარს, ბუშტუკებს ან აქერცვლას. გამონაყარი, როგორც წესი, ჩნდება იმ ადგილებზე, რომლებიც დაუცველია — სახეზე, კისერზე, მკლავებზე ან ფეხებზე. ზოგჯერ ბავშვი უჩივის ქავილსა და წვას რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ მზეზე ყოფნის შემდეგ.
გარკვეულ შემთხვევაში, რეაქცია შეიძლება იყოს გამოწვეული არა უშუალოდ მზით, არამედ კანის კონტაქტით გარკვეულ ნივთიერებასთან, რომელიც მზის სხივებთან ერთად იწვევს გაღიზიანებას. ასეთ ნივთიერებებში შეიძლება შედიოდეს ზოგიერთი სუნამო, კოსმეტიკური საშუალება ან მედიკამენტი. ამ დროს ვლინდება ფოტოტოქსური ან ფოტოალერგიული რეაქცია, რაც კიდევ უფრო ზრდის სიფრთხილის აუცილებლობას.
მზის ალერგიის დროს ბავშვებში კანი ხშირად ხდება მგრძნობიარე არა მხოლოდ მზის პირდაპირ ზემოქმედებაზე, არამედ შეიძლება რეაქცია გამოიწვიოს ღრუბლიან ამინდშიც — UV სხივების დიდი ნაწილი მაინც აღწევს კანამდე.
როგორ ხდება ალერგიის დიაგნოსტიკა ბავშვებში?
ბავშვებში ალერგიის დიაგნოსტიკა მრავალფაზიან პროცესს წარმოადგენს. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ალერგიის ტიპი და გამომწვევი მიზეზი; ხოლო შემდეგ ალერგიის მართვის შესაბამისი გეგმაა შესამუშავებელი. თანაც, რადგანაც ბავშვებს ყოველთვის არ შეუძლიათ საკუთარი სიმპტომების აღწერა, ექიმის დაკვირვება, მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სპეციალური ტესტები დიაგნოსტიკის ძირითადი საფუძველია.
პირველ ეტაპზე პედიატრი ან ალერგოლოგი დეტალურად გამოიკითხავს სიმპტომების ხანგრძლივობას, სიხშირესა და გარემოებებს, რომლებშიც ისინი ვლინდება. მნიშვნელოვანია, როდის იწყება სიმპტომები — საკვების მიღების შემდეგ, გარეთ თამაშისას, ცხოველთან კონტაქტისას თუ სეზონურად. ყურადღება ექცევა ოჯახის ისტორიასაც, რადგან ალერგიას ხშირად გენეტიკური მიდრეკილება ახასიათებს.
ამის შემდეგ ექიმი ატარებს ფიზიკურ გასინჯვას, რაც გულისხმობს კანის, სასუნთქი გზებისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება ლაბორატორიული ან სპეციალიზებული ტესტები:
ალერგიის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდია კანის ტესტი (ე. წ. პრიკ-ტესტი). ამ პროცესში ალერგენი მცირე რაოდენობა შეჰყავთ კანში ან აწვეთებენ ზედაპირულად და ნემსის მსუბუქი ჩხვლეტით უზრუნველყოფენ მის შეწოვას. თუ 15-20 წუთში კანი სიწითლეს, შეშუპებას ან ქავილს გამოავლენს, ეს ალერგიაზე მიუთითებს.
ინტრადერმული ტესტი უფრო მგრძნობიარე მეთოდია და იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა პრიკ-ტესტი საკმარისად ზუსტ შედეგს ვერ იძლევა. ამ დროს ალერგენი შეჰყავთ კანქვეშ, რის შემდეგაც რეაქციას აკვირდებიან.
სისხლის ანალიზი (IgE ტესტი) გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კანის ტესტი არ არის რეკომენდებული, მაგალითად, კანის ძლიერი რეაქციების ან დერმატოლოგიური დაავადებების დროს. ეს ანალიზი ზომავს იმუნოგლობულინ E-ს (IgE), რომელიც იმუნური სისტემის ალერგიულ რეაქციაზე მიანიშნებს.
გამომწვევი ალერგენის საპოვნელად ზოგჯერ ტარდება ელიმინაციური დიეტა. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება კვებითი ალერგიების დროს და გულისხმობს ალერგენული საკვების ეტაპობრივად ამოღებას რაციონიდან, რათა გაირკვეს, რომელი საკვები იწვევს შესაბამის რეაქციას.
ხოლო პროვოკაციული ტესტი გამოიყენება, როდესაც სხვა მეთოდებით დიაგნოზის დადგენა რთულია. ამ დროს ექიმის მეთვალყურეობით პაციენტს მცირე რაოდენობით აძლევენ ალერგენს (მაგალითად, საკვებს ან მედიკამენტს) და აკვირდებიან რეაქციას. ეს მეთოდი ტარდება მხოლოდ კლინიკურ გარემოში, რადგან არსებობს ძლიერი ალერგიული რეაქციის რისკი.
ალერგიის დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან მისი ცოდნა საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ალერგენთან კონტაქტი და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
როგორია ალერგიის მკურნალობის გზები ბავშვებში?
ალერგიის მკურნალობა ბავშვებში მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მიზანი არ არის მხოლოდ სიმპტომების მოხსნა, არამედ მათი თავიდან აცილება, ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გართულებების პრევენცია. მკურნალობის მეთოდი ყოველთვის დამოკიდებულია ალერგიის ტიპზე, სიმძიმეზე, გამოვლენის ფორმაზე და ბავშვის ასაკზე.
პირველ და ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ალერგენთან კონტაქტის თავის არიდება — პირობითად, თუკი ბავშვი მტვრის ნაწილაკებზეა ალერგიული, რეკომენდებულია ოთახის რეგულარული დასუფთავება, ჰაერის ტენიანობის კონტროლი და ჰიპოალერფიული ბალიშებისა და საბნების გამოყენება. ხოლო კვებითი ალერგიის შემთხვევაში აუცილებელია ალერგენული საკვების მთლიანად გამორიცხვა რაციონიდან.
მეორე ძირითადი მიმართულებაა სიმპტომური მკურნალობა, რაც გულისხმობს ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ანეიტრალებს ალერგიულ რეაქციას და ამსუბუქებს დისკომფორტს. ყველაზე ხშირად ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები — წამლები, რომლებიც ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას (ეს არის ნივთიერება, რომელიც ალერგიული რეაქციის დროს გამოიყოფა ორგანიზმში). ისინი ეფექტურია ქავილის, გამონაყარის, ცემინების, სურდოს ან თვალების ქავილის შესამსუბუქებლად.
ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ინჰალაციური პრეპარატები — მაგალითად, ასთმური ტიპის ალერგიის დროს, როცა ბავშვი უჩივის სუნთქვის გაძნელებას. ასევე შეიძლება დაინიშნოს ლოკალური მალამოები ან სპრეები, მაგალითად, კანის ალერგიების ან რინიტის დროს.
მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა ალერგენის მიმართ სპეციფიკური იმუნოთერაპია — ე. წ. „ალერგენის ვაქცინაცია“. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა ბავშვი რეაგირებს კონკრეტულ ალერგენზე, რომლისგან თავის არიდებაც შეუძლებელია (მაგ., მტვრის ტკიპა ან ყვავილის მტვერი). პროცესი გულისხმობს ალერგენის მცირე დოზებით შეყვანას ორგანიზმში (ინიექციის ან ენისქვეშა ტაბლეტების სახით), რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას მის მიმართ. ეს მკურნალობა წლობით გრძელდება და ტარდება მხოლოდ ექიმის კონტროლით, თუმცა ეფექტი შეიძლება ძალიან სტაბილური და ხანგრძლივი იყოს.
რამდენიმე პრეპარატი ალერგიის სხვადასხვა ტიპთან გასამკლავებლად:
- კსივოზანი — ეს მესამე თაობის მაღალეფექტური ანტიჰისტამინური პრეპარატი ებრძვის ალერგიულ და ქრონიკულ რინიტს; ასევე, კანის ისეთ ალერგიულ დაავადებებს, როგორებიცაა: მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ნებისმიერი გენეზის გამონაყარი კანზე და კანის ქავილი, მზის ალერგია, მწერის ნაკბენი, ვაქცინაციის დროს კანისმიერი ალერგიული რეაქცია. ამასთან, ეფექტური დამხმარეა კონიუქტივიტის დროს.
კსივოზანის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკირებას, რაც ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს და ამსუბუქებს ანთებით პროცესებს. თანაც, ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს და ორგანიზმში მოხვედრიდან მალევე (დაახლოებით 1 საათში) იწყებს მოქმედებას. ანტიჰისტამინური გავლენა კი დიდხანს ნარჩუნდება. რაც მთავარია, არ იწვევს ძილიანობას და არ ახასიათებს მიჩვევა; შესაბამისად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი ვადით გამოყენება.
- დოსოდოსი — ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მშრალი და სპაზმური ხველის შესამსუბუქებლად გამოიყენება. ზოგადად, ალერგიული ხველა ხშირად არ არის დაკავშირებული ინფექციასთან და ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენები (მტვრის ტკიპები, ყვავილის მტვერი, ცხოველების ბეწვი, მედიკამენტები ან საკვები) აღიზიანებს სასუნთქ გზებსა და ბრონქებს.
საგულისხმოა, რომ დოსოდოსი ორი ფორმით იწარმოება: წვეთებისა და სიროფის სახით. ორივე მათგანი ეფექტურია შემდეგი ტიპის ალერგიული ხველის დროს:
- მშრალი და ალერგიული ხველის შემთხვევაში, როდესაც ლორწოს გამომუშავება არ ხდება, მაგრამ მუდმივი ხველის რეფლექსი აღიზიანებს ყელსა და ბრონქებს. ეს ეხება ვირუსული ინფექციური დაავადებების ან/და ჩვეულებრივი გაციების დროს წარმოქმნილ ნებისმიერი ტიპის მშრალ ხველას: ლარინგიტი, ტრახეიტი, ფარინგიტი, ყივანახველა, წითურა, ცრუ კრუპი, კოვიდ-19-ით გამოწვეული მშრალი ხველა, რეფლუქსი, პროფესიული მშრალი ხველა;
- სპაზმური ხველის დროს, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ხველის შეტევებით, განსაკუთრებით ღამით ან ჰაერის ცვლილებისას;
- ასთმური ხველის მსუბუქი ფორმების დროს, როდესაც ხველის შეტევებს თან არ ახლავს ძლიერი ბრონქოსპაზმი და მათი ჩახშობა აუცილებელია;
- სეზონური ალერგიების ფონზე გაჩენილი ხველის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყვავილის მტვერი ან სხვა ალერგენები სასუნთქ გზებს აღიზიანებს.
მთლიანობაში, დოსოდოსის ორივე ფორმა ეფექტურია მშრალი, სპაზმური და ალერგიული ხველის დროს, თუმცა სიროფი უფრო მოსახერხებელია მოზრდილებისთვის, ხოლო წვეთი — ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. საუკეთესო ვარიანტის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ექიმის რეკომენდაციაზე.
- ნასოალდო — ეს ნაზალური სპრეი გამოიყენება ცხვირის ლორწოვანის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომები გამოწვეულია ალერგიული რეაქციებით.
ის ეფექტურია სეზონური და მრავალწლიანი ალერგიული რინიტის დროს, რაც გულისხმობს ცხვირის გაჭედვას, სურდოს, ცემინებას, ქავილსა და სასუნთქი გზების გაღიზიანებას. პრეპარატი ამცირებს ანთებას და შეშუპებას, რის შედეგადაც, სუნთქვა უმჯობესდება და ალერგიის სიმპტომები მსუბუქდება.
ასევე, ნასოალდოს ხშირად ნიშნავენ თივის ცხელების დროს, რომელიც სეზონური ალერგიის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა და ვითარდება ყვავილის მტვერთან კონტაქტისას.
ნასოალდო გამოიყენება ცხვირის პოლიპოზის სამკურნალოდაც, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანის შეშუპებით და პოლიპების განვითარებით. ამ შემთხვევაში პრეპარატი ხელს უწყობს პოლიპების ზომის შემცირებას და ცხვირის გაჭედვის შემსუბუქებას.
ის შეიძლება დაინიშნოს ქრონიკული სინუსიტის დროსაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი განიცდის ცხვირის მუდმივ გაჭედვასა და ანთებას. მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს შეშუპებას.
აღნიშნული პრეპარატების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.