Blog Single

სულ უფრო მეტი სამედიცინო კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანის ორგანიზმში მცხოვრებ „კარგ ბაქტერიებს“ შორის არსებული ბალანსი განსზაღვრავს ადამიანის ჯანრმთელობას და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ვართ მიდრეკილი ამა თუ იმ დაავადებისადმი.
 
სასარგებლო მიკრობები გვაძლიერებს და გვაჯანსაღებს. ისინი ასევე საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ უფრო დიდხანს, რადგან სწორედ ეს სასარგებლო ბაქტერიები და მიკრობები აძლევენ სხეულს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას.

ნორმალური ბაქტერიული ფლორის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი დაცვაა ადამიანის ორგანიზმისთვის. ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა გავლენას ახდენს მთლიანი ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქიონირებაზე და ხელს უწყობს ძლიერი,ჯანსაღი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

თუ ნაწლავებში დიდი რაოდენობით მიკრობებია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელია და გამოიმუშავებს უკეთეს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების მიმართ. ხოლო როდესაც ნაწლავური მიკროფლორა მოუწესრიგებელია, ორგანიზმს უჭირს ანტისხეულების გამომუშავება და დაავადების რისკიც უფრო იზრდება, ხოლო მათთვის ვინც უკვე რაიმე დაავადებას ან ავადმყოფობას ებრძვის, გამოჯანრთელების პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივი და რთული ხდება. 


სხვა სტატიები