კვებითი ალერგია, ეს არის იმუნური სისტემის არასწორი და გადაჭარბებული რეაქცია ისეთ საკვებზე, რომელიც უმრავლესობისთვის უვნებელია. როცა ადამიანი კვებით ალერგენს იღებს — მაგალითად, არაქისს, რძეს ან კვერცხს — მისი ორგანიზმი შეცდომით აღიქვამს მას მავნე მტრად და იწყებს სპეციფიკური ანტისხეულების გამოყოფას (უმეტესად IgE ტიპის), რათა ებრძოლოს ამ ნივთიერებას.
ეს პროცესი იწვევს ალერგიული სიმპტომების სწრაფ განვითარებას, რომლებიც შეიძლება იყოს:
- კანის სიწითლე, ქავილი, გაშავება ან ჭინჭრის ციება;
- სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა;
- სუნთქვის გაძნელება, ხიხინი ან ხმის შეცვლა;
- და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში — ანაფილაქსიური შოკი, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.
კვებითი ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება ბავშვებში, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ამასთან, ზოგჯერ ალერგია ასაკთან ერთად ქრება, მაგალითად, რძის ან კვერცხის ალერგია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს — მაგალითად, თხილზე ან ზღვის პროდუქტებზე.
ალერგიული საკვების ჩამონათვალი
ალერგიული საკვების ჩამონათვალი ძირითადად მოიცავს იმ პროდუქტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს კვებით ალერგიას ადამიანებში. ეს საკვები პროდუქტები შეიცავს სპეციფიკურ ცილებს, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი შეცდომით მავნედ აღიქვამს. შესაბამისად, იმუნური სისტემა ამ ცილებზე ისე რეაგირებს, თითქოს ვირუსთან ან ბაქტერიასთან უწევს ბრძოლა — ამიტომ ჩნდება ალერგიული რეაქცია.
ყველაზე გავრცელებული ალერგიული საკვები პროდუქტები:
- რძე (ძროხის რძე) — ძროხის რძეში არის ორი მთავარი ცილა — კაზეინი და შრატის ცილა — რომლებიც ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციას, განსაკუთრებით ბავშვებში;
- კვერცხი — ალერგია შეიძლება გამოიწვიოს როგორც კვერცხის ცილამ, ისე გულმა. თუმცა მაინც, ცილაში შემავალი ოვოალბუმინი და ლიზოციმი მთავარ ალერგენებს წარმოადგენს.
- არაქისი — არაქისის ცილები ძალიან ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს. არაქისზე ალერგია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და რისკის შემცველია, რადგან მცირე რაოდენობაც კი შეიძლება საკმარისი იყოს ანაფილაქსიური რეაქციისთვის.
- თხილეული (ნუში, კაკალი, თხილი და სხვ.) — თხილეულის თითოეული სახეობა განსხვავებულ ცილებს შეიცავს, თუმცა საერთო მაჩვენენებელს მაღალი ალერგიულობა წარმოადგენს.
- სოია — სოიის ცილები, როგორებიცაა გლიცინინი და კონგლიცინინი, შეიძლება ზოგი ადამიანის ორგანიზმმა მავნედ აღიქვას.
- ხორბალი (გლუტენი და სხვა ცილები) — ხორბალი შეიცავს რამდენიმე ცილას, რომლებიც ალერგიის განვითარებას იწვევს, მათ შორის ყველაზე ხშირია ალბუმინები, გლობულინები და გლუტენი.
- თევზი — თევზი შეიცავს პარავალბუმინს — ცილას, რომელიც ხშირად იწვევს ძლიერი ალერგიის სიმპტომებს.
- ზღვის პროდუქტები — ტროპომიოზინი — ზღვის პროდუქტებში არსებული ცილა — ძლიერი ალერგენია. ეს ალერგია შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს და არ გაქრეს.
- სეზამი — ბოლო წლებში სეზამის ალერგია იმატებს. იგი შეიცავს ძლიერი მოქმედების ცილებს, რომელთაც ორგანიზმი ზოგჯერ ვერ იღებს.
- მარცვლეული და პარკოსნები — განსაკუთრებით ხშირია რეაქცია ლობიოს, ოსპის, სოიის ან მიწის თხილის მიმართ, რადგან მათი ცილები ძლიერი ალერგენებია და შესაძლოა ორგანიზმმა მცირე რაოდენობაზეც გადაჭარბებული რეაქცია გამოავლინოს.
ზოგადად, კვებითი ალერგიის დროს დიეტა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ის არის ერთადერთი ეფექტური გზა ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად. ალერგენის შემცველი საკვების გამორიცხვა ყოველდღიური რაციონიდან იცავს ორგანიზმს იმუნური სისტემის გადაჭარბებული და საშიში პასუხისგან, რაც ზოგჯერ შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს.
დიეტური კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან შემთხვევით მიღებულმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. სწორად დაგეგმილი დიეტა არა მხოლოდ თავიდან გვაცილებს ალერგიულ შეტევებს, არამედ უზრუნველყოფს საკვების ბალანსს და ჯანმრთელ ზრდა-განვითარებას ალერგენების გარეშე. ამიტომ კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის დიეტა არა არჩევანი, არამედ აუცილებლობაა.
რძის ალერგია ჩვილებში
ეს არის იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია ძროხის რძეში შემავალ ცილებზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვილის ორგანიზმი რძის ცილებს — ძირითადად კაზეინს ან შრატის ცილას — შეცდომით აღიქვამს მავნე ნივთიერებად და იწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას.
რძის ალერგია ყველაზე ხშირად ჩნდება ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში და ვლინდება კანის გამონაყარით, ქავილით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, გაზებით, დიარეით ან სისხლიანი განავლით. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს უფრო მძიმე რეაქციები, როგორიცაა ყელის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება.
მნიშვნელოვანია არ აურიოთ რძის ალერგია ლაქტოზის აუტანლობაში — ეს უკანასკნელი არ არის იმუნური პასუხი, არამედ ფერმენტის დეფიციტი. შესაბამისად, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყოველთვის უნდა მოხდეს პედიატრის ან ალერგოლოგის ზედამხედველობით.
კვებითი ალერგიის სიმპტომები
კვებითი ალერგიის სიმპტომები იწყება სწრაფად — საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან მაქსიმუმ რამდენიმე საათში. ხშირად ვლინდება კანის რეაქციებით, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, წითელი ლაქები ან შეშუპება, განსაკუთრებით სახეზე, ტუჩებსა და თვალების ირგვლივ.
შესაძლოა, განვითარდეს საჭმლის მომნელებელი პრობლემები — მაგალითად, მუცლის ტკივილი, ღებინება ან დიარეა, ასევე სუნთქვის გაძნელება, ხიხინი და ხმის შეცვლა.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მძიმე ფორმას წარმოადგენს ანაფილაქსია — სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.
კვებითი ალერგიის მკურნალობის გზები
კვებითი ალერგიის მკურნალობის მთავარ და ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს ალერგენული საკვების სრულად გამორიცხვა რაციონიდან. ალერგიის დიაგნოზის შემდეგ, ალერგოლოგი ადგენს კონკრეტულ დიეტურ რეჟიმს, რომელიც იცავს ადამიანს არასასურველი რეაქციებისგან.
ასევე, სასურველია, ყურადღებით წაიკითხოთ საკვების შეფუთვაზე ინგრედიენტების სია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი შემთხვევით იღებს ალერგენულ პროდუქტს და რეაქცია იწყება, სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. უფრო რთულ და მწვავე შემთხვევებში, როგორიცაა ანაფილაქსია, აუცილებელია ადრენალინის (ეპინეფრინის) ინიექცია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
გარდა ამისა, ზოგ ქვეყანაში ექიმები მიმართავენ სპეციალურ იმუნოთერაპიას — ე. წ. „ალერგენის ვაქცინაციას“. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა ბავშვი რეაგირებს კონკრეტულ ალერგენზე, რომლისგან თავის არიდებაც შეუძლებელია (მაგ., მტვრის ტკიპა ან ყვავილის მტვერი). პროცესი გულისხმობს ალერგენის მცირე დოზებით შეყვანას ორგანიზმში (ინიექციის ან ენისქვეშა ტაბლეტების სახით), რაც დროთა განმავლობაში ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას მის მიმართ. ეს მკურნალობა წლობით გრძელდება და ტარდება მხოლოდ ექიმის კონტროლით, თუმცა ეფექტი შეიძლება ძალიან სტაბილური და ხანგრძლივი იყოს.
აქვე გაგიზიარებთ რეპარატს, რომლის გამოყენებაც კვებითი ალერგიის თანმდევი სიმპტომების დროს შეგიძლიათ:
კსივოზანი — ეს მესამე თაობის მაღალეფექტური ანტიჰისტამინური პრეპარატი გამოიყენება ალერგიული რეაქციების, მათ შორის კვებითი ალერგიის დროს წარმოქმნილი სიმპტომების შესამსუბუქებლად.
კვებითი ალერგიის დროს კსივოზანი არ მკურნალობს ალერგიის მიზეზს — ის არ აქრობს ალერგიას, არამედ დროებით ამსუბუქებს სიმპტომებს, რომლებიც ალერგენის მიღების შემდეგ ჩნდება. მაგალითად, თუ ადამიანს დაეწყო ქავილი, სიწითლე, სუნთქვის გაძნელება ან ცემინება, კსივოზანი ამ სიმპტომების მოხსნაში ეხმარება ორგანიზმს.
კსივოზანის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკირებას, რაც ამცირებს ალერგიულ სიმპტომებს და ამსუბუქებს ანთებით პროცესებს. თანაც, ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებს და ორგანიზმში მოხვედრიდან მალევე (დაახლოებით 1 საათში) იწყებს მოქმედებას. ანტიჰისტამინური გავლენა კი დიდხანს ნარჩუნდება. რაც მთავარია, არ იწვევს ძილიანობას და არ ახასიათებს მიჩვევა; შესაბამისად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი ვადით გამოყენება.
აღნიშნული პრეპარატის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.