უკვე გაზაფხულია და დროა, მოვემზადოთ იმ ვირუსულ ინფექციებთან შესახვედრად, რომლებიც გაზაფხულზე აქტიურდებიან.
მარტის პირველივე დღეებიდან ზაფხულის დასაწყისამდე ტემპერატურა ცვალებადია, რაც გარკვეულწილად მოქმედებს ბავშვის იმუნურ სისტემაზე. როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია, საკმაოდ მაღალია ვირუსული ინფექციებით ინფიცირების რისკი.
გრიპის ვირუსი,მაღალი ტემპერატურა, ხველა, სისუტე, ყელის, თავისა და სახსრების ტკივილი - როგორ მოვამზადოთ ჩვეი პატარები ვირუსებთან და რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიმპტომები ნაკებად შემაწუხებელი იყოს?
იმისათვის რომ ვირუსული ინფექციები თავიდან ავიცილოთ, პირველი და უმნიშვნელოვანესი იმუნური სისტემაა - ამიტომ იზრუნეთ თქვენი პატარების იმუნიტეტზე. ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას-აუცილებელია ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საკვების მიღება.
ყურადღება მივაქციოთ ფიზიკურ აქტივობას - მნიშვნელოვანია, ბავშვი ფიზიკურად დატვირთული იყოს, დროის გარკვეულ მონაკევეთს ატარებდეს სუფთა ჰაერზე, რიბინოს, ითამაშოს და ა.შ.