Blog Single

ათეულობით წლის წინ, ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რა არის ან რისთვისაა საჭირო პრობიოტიკები, რომლებიც მრავლად იყოს და არის წარმოდგენილი სხვადასხვა საკვებში. პრობიოტიკები ეს არის ცოცხალი ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში, კერძოდ კი ხელს უწყობენ ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობას - სწორედ ამიტომ, პრობიოტიკებს „კარგ“ ან „მეგობარ“ ბაქტერიებს უწოდებენ. ადამიანის ცხოვრების წესის ცვლილებამ დღის წესრიგში დააყენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და ნაწლავური, ბაქტერიული მიკროფლორის დისბალანსი,რაც არაერთ დაავადების მაპროვოცირებელია. მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ბალანსის აღსადგენად, კვებასთან ერთად, საჭიროა სპეციალური საშუალებების ჩართვა ეს კი, სწორედაც რომ პრობიოტიკები გახლავთ - მიკროორგანიზმები, რომელთა ადეკვაუტი მიღება მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზმს სწორ ფუნქციონირებაში.

კონკრეტულად რას აკეთებს და რაში ეხმარება ორგანიზმს პრობიოტიკები?
- ხელს უწყობს კარგი/მეგობარი ბაქტერიების სასურველი დონის შენარჩუნებას;
- ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის გაჯანსაღებას ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას;
- ანაცვლებს ყველა იმ ბაქტერიას, რომელიც განადგურდა ინფექციური დაავადების ან ანტიბიოტიკების მიღების დროს;
- უზრუნველყოფს იმუნური პასუხის სტიმულირებას.


სხვა სტატიები