Blog Single

ქალებისთვის კარგად ნაცნობი ეს უსიამოვნება არის ვაგინალური ანთებითი დაავადების ტიპი, რომელიც გამოწვეულია საშოს ბუნებრივი მიკროფლორაში „ცუდი“ ბაქტერიების უხვი ზრდით, რაც არღვევს ამ გარემოს ბუნებრივ წონასწორობას. როგორც წესი, საშოს მიკროფლორაში, ჩვეულებრივ, “მეგობარი” ბაქტერიების - ლაქტობაცილების რაოდენობა აღემატება ე.წ. “ცუდი” ბაქტერიების - მაგრან თუკი მოხდა პირიქით, ირღვევა ეს ბუნებრივი ბალანსი და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.

ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად არაა დადგენილი, მაგრამ გამოკვეთილია გარკვეული აქტივობები, როგორებიცაა მაგ: დაუცველი სექსი ან საშოს ხშირი გამორეცხვები, რომლებიც მკვეთრად ზრდის აღნიშნული მდგომარეობის განვითარების რისკებს. 

როგორი სიმპტომები ახასიათებს?
> თხიერი, მონაცრისფრო, თეთრი ან მომწვანო ფერის ვაგინალური გამონადენი
> უსიამოვნო სუნი
> ქავილი
> წვა შარდვის დროს

თუმცა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ქალს ზემოჩამოთვლილი არცერთი სიმპტომი არ აწუხებდეს.


სხვა სტატიები