Blog Single
იმუნური სისტემა არის ის, რაც იცავს ბავშვის სხეულს გარე აგრესორებისგან, როგორიცაა მიკრობები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ტოქსინები. ზოგადად, იმუნური სისტემა შედგება სხვადასხვა ორგანოსგან, უჯრედებისგან და ცილებისგან, რომლებიც ერთად ფუნქციონირებენ.
 
იმუნური სისტემა 2 ძირითადი ნაწილისგან შედგება, თანდაყოლილი იმუნური სისტემა, რომელიც ბავშვს დაბადებიდან აქვს და ადაპტური იმუნური სისტემა, რომელიც გზადაგზა ვითარდება. თანდაყოლილი იმუნური სისტემა მემკვიდრეობითია. ის აქტიურია ბავშვის დაბადებიდანვე და მოქმედებას იწყებს გარე „აგრესორების გამოჩენისთანავე როდესაც ეს სისტემა ცნობს დამპყრობელს, ის მაშინვე მოქმედებს.
 
ჩვენი იმუნური სისტემა დაბადების დღიდან, ყოველ დღე იზრდება, ვითარდება და იცვლება. შეძენილი იმუნური სისტემა, თანდაყოლილი სისტემის დახმარებით, ქმნის უჯრედებს (ანტისხეულებს) და იცავს სხეული კონკრეტული „დამპყრობლისგან“. ეს ანტისხეულები იქმნება უჯრედების მიერ, რომლებსაც უწოდებენ B ლიმფოციტებს და მუდმივად რჩება ორგანიზმში. ანტისხეულების წარმოქმნას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ შემდეგ, როგორც კი შეხვდება „დამპყრობელს“, იგი ამოიცნობს დამპყრობელს და იცავს ორგანიზმს მისგან
 
იცოდით, რომ თანამედროვე სამედიცინო საზოგადოება ბავშვის ჯანსაღი ზრდის პროცესში, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან როლს პრობიოტიკებს აკისრებენ?
 
გავიხსენოთ, რა არის ეს მისი უდიდებულესობა პრობიოტიკი... მას საყოველთაოდ მოიხსენიებენ, როგორც „კარგ ბაქტერიას“, ანუ ბაქტერიების ისეთ სახეობას, რომელიც ცოცლობს ნაწლავებში და ეხმარება საჭმლის მომლენებელ სისტემას. მათ ასევე შეუძლიათ, გააძლიერონ იმუნიტეტი და დაეხმარონ ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებთან ბრძოლაში.
 
ახლა კი პასუხი იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეგობარი ბაქტერიები ბავშვებისთვის, ბევრად მარტივია.
- აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს
- ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პათოგენური მიკროორგანიზმების გაბატონებას
- ქმნიან ერთგვარ ბარიერის ეფექტს და ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- ამცირებს ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების რისკს
- ეხმარება ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად გამოწვეული დიარეის მკურნალობაში

სხვა სტატიები