Blog Single

ზაფხულის სეზონთან ერთად რუჯის მიღების სურვილიც მძაფრდება. თუმცა ბევრისთვის მთავარი საკითხი რუჯის შენარჩუნებაა — როგორ შევინარჩუნოთ კანზე ოქროსფერი, ჯანსაღი ტონი რაც შეიძლება დიდხანს. ბლოგში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავიხანგრძლივოთ რუჯის ეფექტი და, ამავდროულად, როგორ დავიცვათ კანი დაზიანებისგან.

რა არის რუჯი და როგორ წარმოიქმნება ის კანზე?

რუჯი, ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქცია მზის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული პოტენციური ზიანის წინააღმდეგ. როდესაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება მზის სხივების ქვეშ, კანი იწყებს თავის დაცვას — პროცესს, რომელსაც რუჯის წარმოქმნა ეწოდება.

კანის ზედა ფენაში (ეპიდერმისში) არსებობს სპეციალური უჯრედები, სახელად მელანოციტები. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი მელანინის — ბუნებრივი პიგმენტის — წარმოქმნაზე. უშუალოდ მელანინი კი შთანთქავს და ანეიტრალებს ულტრაიისფერი სხივების დიდი ნაწილს, რათა კანის უჯრედები დნმ-ის დაზიანებისგან მელანოციტები. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, მით მეტი სიგნალი ეგზავნება  მელანოციტებს, რათა ეს თავდაცვითი ფუნქცია შესაბამისი საჭიროებით გააქტიურდეს. შედეგად, მელანინი წარმოიქმნება და ნაწილდება გარშემო მყოფ კერატინოციტებში (კანის ძირითადი უჯრედებში) — ასე იღებს კანი უფრო მუქ, რუჯის ელფერს.

ეს პროცესი კანს ნაწილობრივ იცავს, თუმცა სრულად ვერ ხერხდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის განეიტრალება. სინამდვილეში, როდესაც რუჯი ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ კანი გარკვეულწილად უკვე დაზიანებულია. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ არ არსებობს სრულიად „უსაფრთხო რუჯი“ — მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება დროთა განმავლობაში ზრდის კანის ნაადრევი დაბერების (ფოტო დაბერების) და სერიოზული დაავადებების, მათ შორის კანის კიბოს განვითარების რისკს.

აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ულტრაიისფერი სხივები ორი ძირითადი ტიპისაა: UVA და UVB სხივები. თითოეულ მათგანს თავისი როლი აქვს რუჯის წარმოქმნის პროცესში:

UVA სხივები შედარებით უფრო ღრმად აღწევს კანის შრეებში და იწვევს უკვე არსებულ მელანინის პიგმენტის გამუქებას, რაც იძლევა სწრაფი რუჯის ეფექტს. თუმცა UVA სხივები ასევე ასოცირდება კანის სტრუქტურის სიღრმისეულ დაზიანებასთან, ვინაიდან ამცირებს კოლაგენს და ამით აჩქარებს ნაოჭების გაჩენასა თუ კანის დაბერებას.

UVB სხივები კი უფრო ზედაპირულად, უშუალოდ ეპიდერმისში მოქმედებს — ასტიმულირებს ახალი მელანინის სინთეზს და ხელს უწყობენ ხანგრძლივი რუჯის წარმოქმნას. სწორედ UVB სხივებია პასუხისმგებელი მზის დამწვრობაზე, რაც კანის მწვავე დაზიანების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.

ამრიგად, რუჯის წარმოქმნის პროცესი ერთდროულად არის როგორც სხეულის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქცია, ასევე ულტრაიისფერი სხივების მიერ გამოწვეული დაზიანების სიგნალი. რუჯი შეიძლება გარეგნულად სასურველი შედეგი იყოს ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ მისი მიღებისას აუცილებელია პასუხისმგებლობა და ზომიერება — სანდო მზის დამცავი საშუალებების გამოყენება, დროულად ჩრდილში გადასვლა და მზის ყველაზე აქტიურ საათებში (11:00–16:00) პირდაპირი მზის სხივებისგან თავის არიდება.

როგორ მივიღოთ კარგი რუჯი? სწორი მზის აბაზანების მნიშვნელობა

იმისთვის, რომ რუჯი იყოს თანაბარი, ხავერდოვანი და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო, მნიშვნელოვანია, მზის აბაზანების სწორად მიღება. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარუჯვა არის პროცესი და არა სპონტანური მოვლენა. კანისთვის საჭიროა თანდათანობითი შეგუება მზის სხივებთან, რათა თავიდან ავირიდოთ დამწვრობები, არათანაბარი რუჯი თუ ორგანიზმისთვის ზედმეტი სტრესის მიყენება.

წესები კარგი, თანაბარი და უსაფრთხო რუჯის მისაღებად

  • სწორად შეარჩიეთ დრო — მზის აბაზანებისთვის საუკეთესო დროა დილა (დაახლოებით 9:00-დან 11:00 საათამდე) და საღამო (16:00 საათის შემდეგ). ამ პერიოდში მზის სხივები ნაკლებად აგრესიულია და კანი უკეთ იღებს შეფერილობას, ნაკლები რისკით. თანაც, შესაძლოა, აქტიურ ფაზაში მზეზე დიდხანს ყოფნამ თავის ტკივილიც გამოიწვიოს;
  • გამოიყენეთ დამცავი საშუალებები — მზისგან დამცავი კრემის, სპრეის ან სტიკის გამოყენება აუცილებელია. შეარჩიეთ ფართო სპექტრის (UVA და UVB) მზისგან დამცავი საშუალება შესაბამისი SPF ფაქტორით — მაგალითად, პირველ დღეებში SPF 30 ან 50, შემდეგ კი უფრო დაბალი. კრემი უნდა წაისვათ 20-30 წუთით ადრე მზეზე გასვლამდე და განაახლოთ ყოველ ორ საათში ერთხელ ან წყალში ჩასვლის შემდეგ;
  • დაარეგულირეთ მზეზე ყოფნის დრო — პირველ დღეებში საკმარისია 10-15 წუთი თითო მხარეს, თანდათან კი შეიძლება დრო გაიზარდოს. ძალიან ხანგრძლივი მზის აბაზანები პირველივე დღეებში ზრდის დამწვრობისა და კანის დაზიანების რისკს;
  • სათანადოდ მოამზადეთ კანი — რუჯის მიღების წინ სასურველია კანის მსუბუქი ექსფოლაციის ჩატარება. ასე კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს მოაშორებთ და უფრო თანაბრად გაირუჯებით;
  • ყურადღება მიაქციეთ ჰიდრატაციას — რუჯის მიღებისას კანი ტენიანობას კარგავს, ამიტომაც აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის დალევა, რათა დეჰიდრატაცია არ მოხდეს; ასევე; დამატენიანებელი კრემების რეგულარული გამოყენება;
  • დაიცავით სწორი კვების რაციონი — რუჯის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ანტიოქსიდანტებისა და ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტების მიღება. მათი მეშვეობით, საგრძნობლად ძლიერდება კანის ბუნებრივად დაცვის ფუნქცია და რუჯიც უფრო ოქროსფერი ელფერისაა.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ზომიერად და სწორად მიღებული მზის აბაზანები არა მხოლოდ ამშვენებს კანს, არამედ ააქტიურებს D ვიტამინის სინთეზს, რაც აუცილებელია ძვლების, იმუნური სისტემისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

სანივიტალის როლი იდეალური რუჯის მიღებასა და შენარჩუნებაში

იდეალური რუჯი — თანაბარი, ოქროსფერი და ხავერდოვანი — დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, როგორ ვიღებთ მზის აბაზანებს, არამედ იმაზე, როგორ არის მომზადებული ორგანიზმი შინაგანად. სწორედ აქ იკვეთება პრეპარატ „სანივიტალის“ როლი. ეს პრეპარატი სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ გააძლიეროს კანის ბუნებრივი უნარი, მიიღოს და შეინარჩუნოს ლამაზი, ჯანსაღი რუჯი.

პირველ რიგში, „სანივიტალი“ ორგანიზმს იმ აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობს მელანინის სწორ სინთეზში. მაგალითად, ვიტამინი A, რომელიც სანივიტალის შემადგენლობაშია, ასტიმულირებს კანის უჯრედების რეგენერაციას და მხარს უჭერს მელანოციტების სწორ ფუნქციონირებას. შედეგად, კანი უფრო სწრაფად, თანაბრად და ბუნებრივად იფარება სასურველი ოქროსფერი ფერით.

ასევე, C და E ვიტამინები, რომლებიც ასევე შედის „სანივიტალში“, ანტიოქსიდანტების ფუნქციას ითავსებს. როგორც იცით, მზის ულტრაიისფერი სხივები წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებს კანის უჯრედებს, აფერხებენ რუჯის ბუნებრივ პროცესს და აჩქარებს კანის დაბერებას. ანტიოქსიდანტური დაცვა კი ამცირებს ამ ზიანს, იცავს კანს და ამზადებს მას უფრო ლამაზი და თანაბარი რუჯისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „სანივიტალი“ ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გამძლეობას მზის მიმართ. იგი აუმჯობესებს კანის ბუნებრივ ბარიერულ ფუნქციას, ზრდის უჯრედების უნარს, შეინარჩუნონ ტენიანობა და იცავს დნმ-ს მზისგან გამოწვეული სტრესისგან. შესაბამისად, „სანივიტალის“ მიღების შედეგად, გარუჯვის პროცესი უფრო ჯანსაღია — მინიმუმამდე მცირდება დამწვრობის რისკი, სასურველი შედეგი კი ხანგრძლივად ნარჩუნდება.

აღნიშნული მედიკამენტის საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.

მარტივად რომ ავხსნათ, სანივიტალი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:

  1. მზის აბაზანების პერიოდში ამზადებს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისთვის, უზრუნველყოფს თანაბარ და უსაფრთხო რუჯს;
  2. რუჯის მიღების შემდეგ ეხმარება კანს აღდგენასა და მიღებული ოქროსფერი ტონის ხანგრძლივ შენარჩუნებაში.

სწორად დაგეგმილი მზის აბაზანები და სანივიტალის დროული მხარდაჭერა ქმნის იმ პირობებს, რომ რუჯი არ იყოს უბრალოდ შემთხვევითი ფერის ცვლილება, არამედ გარდაიქმნას ლამაზ, თანაბარ და ჯანსაღ შეფერილობად, რომელიც სხეულს დიდხანს შეუნარჩუნებს ზაფხულის განწყობას და ბუნებრივ ბზინვარებას.


სხვა სტატიები