ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, ხველების დამთრგუნველეი სხვა პრეპარატები
14,00 ₾
მწარმოებელი ქვეყანა | არგენტინა |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) | butamirate |
გამოშვების ფორმა | წვეთი 15ml |
გაცემის რეჟიმი | III ჯგუფი (ურეცეპტოდ) |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი | პულმონოლოგია და რესპირაცია |
დოსოდოსის წვეთების აღწერა
დოსოდოსის წვეთები ხველის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება მშრალი ხველის სიმპტომური შემსუბუქებისთვის. მისი აქტიური ინგრედიენტი, ბუტამირატის ციტრატი, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ამსუბუქებს ხველის რეფლექსის აგზნებადობას, რაც ამცირებს ხველის შეტევების სიხშირესა და ინტენსივობას. დოსოდოსის წვეთები არ აფერხებს ნახველის გამოყოფას, აქედან გამომდინარე, მისი მიღება რეკომენდებული არ არის სველი ხველის დრო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრეპარატი არ მკურნალობს ხველის გამომწვევ მიზეზებს, არამედ მხოლოდ ამსუბუქებს სიმპტომებს.
შემამდგენლობა
დოსოდოსის წვეთების მთავარი აქტიური ნივთიერებაა ბუტამირატის ციტრატი. გარდა ამისა, პრეპარატი შეიცავს დამხმარე ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მის სასიამოვნო გემოს, კონსისტენციასა და სტაბილურობას. ეს ინგრედიენტებია — ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, ტარტრაზინი, ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი. ასპარტამის შემცველობის გამო, პრეპარატი უკუნაჩვენებია ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისთვის.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არაა რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
დოსოდოსის წვეთები შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.
ჩვენებები
დოსოდოსის წვეთები გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის მშრალი ხველის სიმპტომური მკურნალობისთვის. ის ეფექტურია ხველის შესამსუბუქებლად, რომელიც გამოწვეულია გაციებით, გრიპით, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით ან სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორებით. ასევე, გამოიყენება ქირურგიული ჩარევის წინ და შემდგომ პერიოდში ხველის დათრგუნვისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები. გარდა ამისა, პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ბრონქოსკოპიის დროს ხველის რეფლექსის დასათრგუნად.
დოსოდოსის წვეთების მიღების წესი და დოზირება
დოსოდოსის წვეთების დოზირება და მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და სიმპტომების სიმძიმეზე. ზოგადად, რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია დოზირებისა და მიღების წესის დასადგენად. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი მივიღოთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პრეპარატის მიღება სასურველია საკვების მიღებამდე.
დოზირება და მიღების წესი:
- ჩვილები ერთ წლამდე: 9 წვეთი - 6 საათში ერთხელ;
- ბავშვები 1-3 წლამდე: 18 წვეთი - 6 საათში ერთხელ.
- ბავშვები 3-6 წლამდე: 36 წვეთი - 6 საათში ერთხელ.
გვერდითი ეფექტები
ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო შესაძლოა გამოვლინდეს მინიმალური ალბათობით (1%). გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
როგორც ყველა შემთხვევაში ზედოზირების დროს, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.
მითითებები და სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა არაა რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
დოსოდოსის სიროფი შეიცავს ტარტრაზინს, მასში სპირტის შემცველობის გამო მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში რომლებიც იღებენ დისულფირამს.