Blog Single
იცოდით, რომ თქვენი ვაგინალური pH დონე და მისი ბალანსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციიების პროფილაქტიკაში, ჯანსაღ ორსულობასა და ჰორმონალურ ცვლილებებში?
 
როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, საშოს და ქალის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ბალანსზე. ჯანსაღ საშოში არის მრავალი სახის ბაქტერიის ბალანსი. ზოგიერთი სახის ბაქტერია ითვლება „კარგად“, ზოგი კი „ცუდად“. კარგი ბაქტერიები ხელს უშლიან მავნე ბაქტერიების სწრაფად ზრდას და ქმნიან ბალანსს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, თავს იჩენს არაერთი „ქალური“ პრობლემა, მათ შორის ქალებისთვის კარგად ნაცნობი ბაქტერიული ვაგინოზი - ვაგინალური ანთებითი დაავადების ტიპი, რომელიც გამოწვეულია საშოს ბუნებრივი მიკროფლორაში „ცუდი“ ბაქტერიების უხვი ზრდით, რაც არღვევს ამ გარემოს ბუნებრივ წონასწორობას. როგორც წესი, საშოს მიკროფლორაში, ჩვეულებრივ, “მეგობარი” ბაქტერიების - ლაქტობაცილების რაოდენობა აღემატება ე.წ. “ცუდი” ბაქტერიების - მაგრან თუკი მოხდა პირიქით, ირღვევა ეს ბუნებრივი ბალანსი და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი. მისი თანმდევი უსიამოვნებები კი ყველასათვის ცნობილია: თხიერი, მონაცრისფრო, თეთრი ან მომწვანო ფერის ვაგინალური გამონადენი, უსიამოვნო სუნი, ქავილი, წვა შარდვის დროს და ა.შ.
 
მოდი, დავუბრუნდეთ საკითხს და ვუპასუხოთ კითხვას, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალის ჯანმრთელობისთვის ვაგინალური ფლორის ბალანსი? საქმე ისაა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი ქმნის საშოს განსაკუთრებულ მჟავა გარემოს, ხელს უწყობს ნორმალურ ვაგინალურ ფლორის შენარჩუნებას და ეწინააღმდეგება პათოგენური, ბაქტერიების გამრავლებას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად ეხმარება და უზრუნველყოფს ჯანსაღი ორსულობის დადგომას და რაც მთავარია, ასტიმულირებს ორგანიზმის ადგილობრივ იმუნურ დაცვას.

სხვა სტატიები